ონის მუნიციპალიტეტის სკოლის უფროსკლასელებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 20, 2021

20.12.21 – სოფელი უწერა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერას საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მოსწავლეებს ინფორმაცია მოაწოდა ევროკავშირის ისტორიაზე, ღირებულებელზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის.

ყურადღება, ასევე, გამახვილდა უვიზო მიმოსვლის შედეგად მიღებულ სარგებელზე და წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე. ხაზი გაესვა საკანონმდებლო ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირების და ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობას. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მოსწავლეებს გააცნო ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამა ERASMUS+ შესაძლებლობები.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებისთვის ევროკავშირის თემატიკაზე მცირე ვიქტორინა გაიმართა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.