ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 21, 2023
21.03.23 – სოფელი ღარი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, თანამშრომლობის დინამიკაზე, ნატო-ს მიზნებზე, ამოცანებსა და მისი შექმნის ისტორიულ აუცილებლობაზე ისაუბრა.
მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური მასალა გადაეცათ.