ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 28, 2023

28.03.23 – სოფელი სორი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ნატო-ს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
მომხსენებელმა, ასევე, ხაზი გაუსვა საინფორმაციო ცენტრის მიზნებს, მიმდინარე და განხორცილებულ აქტივობებს და ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობას.
საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა გიორგი ალავიძემ, ასამბლეის წევრებს გააცნო სტაჟირების პროგრამა და გაუზიარა საინფორმაციო ცენტრში მიღებული გამოცდილება. ისაუბრა ახალგაზრდების როლზე და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.