ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 11, 2023

11.12.23 – სოფელი პიპილეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების საკითხებზე, ასევე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, ასოცირების ხელშეკრულებისა და იმ ხელშესახები სიკეთეების შესახებ, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე იქნა მიღწეული.

შეხვედრას ესწრებოდა ,,ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, პიპილეთის საჯარო სკოლის მოსწავლე გიგა რაზმაძე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.