ონის მუნიციპალიტეტის სკოლაში კიბერუსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 21, 2024
21.02.24 – ონი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძე ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების სამმართველოს უფროსმა აკაკი შეყელაძემ, კიბერსივრცისა და კიბერუსაფრთხოების არსზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა კიბერჰიგიენის ძირითად მიდგომებსა და ონლაინ სივრცეში არსებული პრობლემებისა და საფრთხეების გამკლავების მეთოდებზე.
მოსწავლეები შეხვედრის დროს ჩაერთნენ ონლაინ გამოკითხვაში და შეძლეს საკუთარი ცოდნის შემოწმება კიბერ საკითხებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს.