ონის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 26, 2023

26.10.23 – ონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სსიპ სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლაში პედაგოგებთან საინფორმაციიო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, პედაგოგებს ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები გააცნო. ასევე, ისაუბრა ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის დინამიკაზე, ნატო-ს როლზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში და დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე ნატოს მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებებზე.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ გაუწია და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და პედაგოგებთან პროაქტიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.