ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბანის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტი 25, 2024

25.03.2024 – სოფელი შეუბანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბანის საჯარო სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატოს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა უპასუხა მონაწილეების კითხვებს და თემატური მასალა გადასცა.