ონის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტი 28, 2023

28.03.23 – ონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, მოსწავლეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის შექმნის, გაფართოების, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, ასოცირების ხელშეკრულებისა და იმ ხელშესახები სიკეთეების შესახებ, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ამ ეტაპამდე იქნა მიღწეული.

მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის მიზნებზე, მიმდინარე და განხორცილებულ აქტივობებზე, ასევე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი ახალგზარდების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა, გიორგი ალავიძემ შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს საგანმანათლებლო ელექტრონული პლატფორმის kahoot-ის საშუალებით სახალისო ვიქტორინა შესთავაზა ევროკავშირის თემაზე.

გამარჯვებულებს წამახალისებელი საჩუქრები, ხოლო მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.