ონის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

აპრილი 4, 2024

04.04.24 – ონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ონის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებმა გვანცა ლოლაძემ და ნუცა ქუთათელაძემ, მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს ნატოს დაარსებაზე, ნატოს ღირებულებებსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. ყურადღება გამახვილდა სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ნატოს სამეკავშირეო ოფისის პროგრამების შესახებ.

სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მათი აქტივობებისა და ადგილობრივი გამოწვევების შესახებაც მოისმინეს ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ ნატოს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც ნატოს ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში, ნატოს 75 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა ონის მუნიციპალიტეტს.