ონის საზოგადოებრივ ცენტრში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გაიმართეს

აპრილი 4, 2024

04.04.24 – ონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ონის საზოგადოებრივ ცენტრში ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ნატოს 75 წლის იუბილეს მიეძღვნა და მას ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები: გვანცა ლოლაძე ჰოლანდიელი დიპლომატი და პოლიტიკური მრჩეველი და ნუცა ქუთათელაძე ნატოს სახალხო დიპლომატიის თანაშემწე უძღვებოდნენ.

შეხვედრაზე მომხსენებლებმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს ნატოს ისტორიაზე, ნატოს ღირებულებებსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. შეხვედრაზე გაიმართა მცირე ვიქტორინაც და სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებმა ვიქტორინაში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ ნატოს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც ნატოს ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში, ნატოს 75 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტს რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა.