ონლაინ სემინარი საიას ზუგდიდის ოფისის საკვირაო სკოლის მოსწავლეებთან
ივნისი 1, 2020

1 ივნისს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის საკვირაო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი გაიმართა.
სემინარს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ანა ცანავა და სალომე აბულაძე უძღვებოდნენ.
მომხსენებლებმა ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელსა და გამოწვევებზე, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრეს.
საუბარი შეეხო ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ევროკავშირის მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და საქართველოსთვის გაწეულ დახმარებას.
სემინარი საქართველოში მიმდინარე “ევროპის დღეები 2020”-ის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ინიციატივით გაიმართა.