ონლაინ სემინარი საჯარო მოხელეებისთვის

ივნისი 5, 2020

5 ივნისს, ევროპის დღეები 2020-ის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირია შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ სემინარების ციკლი დაიწყო.

ლექციების სერიის ფარგლებში კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი ჩაატარებს 12 ლექციას თემაზე, “როგორ მიიღება ევროკავშირში გადაწყვეტილებები, რომლებიც მსოფლიოს უკეთესობისკენ ცვლიან”.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2020 წელს ევროპის დღეებს უკვე მერვედ აღნიშავს. წელს, ევროპის დღეები საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტთან პარტნიორობით ციფრულ რეჟიმში მიმდინარეობს.