ონლაინ შეხვედრა ქობულეთის ახალგაზრდული საკრებულოს წარმომადგენლებთან
ივნისი 1, 2020
29 მაისს, საქართველოში მიმდინარე “ევროპის დღეები 2020”-ის ფარგლებში , საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აჭარის ბიურომ, ქობულეთის ახალგაზრდულ საკრებულოსთან თანამშრომლობით, ახალგაზრდებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
ახალგაზრდული საკრებულოს წევრებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ არსებულ სარგებელსა და პერსპექტივებზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი ესაუბრა, მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საქართველო – ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელსა და გამოწვევებზე, ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე. საუბარი შეეხო, აგრეთვე, ანტიდასავლურ პროპაგანდას და მისი ამოცნობის ხერხებს და მეთოდებს. სპიკერმა ევროკავშირის მიერ ახალგაზრდებისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობასაზე გაამახვილა ყურადღება და ახალგაზრდული საკრებულოს წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.
„ევროპის დღეები 2020“-ის ფარგლებში დაგეგმილია ონლაინ-შეხევედრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან , პრეზენტაციები, ვიქტორინები… ღონისძიებები აჭარაში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციასთან პარტნიორობით განხორციელდება და ყველა მსურველს ექნება დასწრების შესაძლებლობა. მონაწილეები მოისმენენ ინფორმაციას ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, ევროსტრუქტურების მუშაობის ძირითად პრინციპებსა და ამოცანებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივებსა და გამოწვევებზე.