ონლაინ შეხვედრა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან

დეკემბერი 19, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროსა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ორგანიზებით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტუდენტური პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ ევროპულ ღირებულებებზე, დასავლურ ინსტიტუტებზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.

შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.