სოფელ ორბელის საჯარო სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ივნისი 2, 2023

02.06.23 – სოფელი ორბელი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის პედაგოგებთან, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, თამარ გოგოლაძემ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ისაუბრა. მიმოიხილა ნატოს მიზნები, ამოცანები და მისი შექმნის ისტორიული აუცილებლობა. ყურადღება გამახვილდა ნატოს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექზნიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს პედაგოგებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა თემატური მასალები გადასცა.