ორგანიზაციის „მომავალი ჩვენს ხელშია“ მოხალისეებისათვის დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 19, 2024

19.02.24 – სამცხე-ჯავახეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის “მომავალი ჩვენს ხელშია“ ორგანიზებით, ამავე ორგანიზაციის მოხალისეებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.