ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 11, 2021

11.11.21 – სოფელი მელექედური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და უფროსკლასელებისთვის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus+ ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და გამოწვევებზე.

გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების არგუმენტირებული ინფორმირების, მისი გაცნობიერებული მხარდაჭერის გაზრდისა და ამ მიმართულებით მისთვის სწორი აღქმების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.