ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრისა და მერიის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების თანამშრომლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აგვისტო 9, 2021

09.08.21 – ოზურგეთი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრისა“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების თანამშრომლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური არჩევანის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ისტორიის, ნატო – საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე, გამოწვევებსა და საქართველოს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ – ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.