ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 28, 2021
28.10.21 – სოფელი ბახვი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus + შესაძლებლობებსა და საქართველოს მოქალაქეთა გაცნობიერებული მხარდაჭერის გაზრდის მნიშვნელობაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანის მიმართ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.