ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 2, 2021

02.12.21 – სოფელი შემოქმედი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელეს.
საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობის, სამომავლო პერსპექტივებისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus + ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების არგუმენტირებული ინფორმირების, მისი გაცნობიერებული მხარდაჭერის გაზრდისა და ამ მიმართულებით მათთვის სწორი აღქმების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.