ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
მაისი 18, 2022
18.05.22 – სოფელი ვაკიჯვარი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებზე, შესაძლებლობებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა, ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობასა და შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე. ასევე, დეტალურად იქნა განხილული ნეიტრალიტეტის სტატუსის არსი, სპეციფიკა და მასთან დაკავშირებული საფრთხეები და გამოწვევები.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.