ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 21, 2022
21.04.22 – სოფელი ლიხაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიასა და საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებზე, ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობასა და იმ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო განაცხადის წარდგენიდან ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მოპოვებამდე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს.
გარდა ამისა, მომხსენებელმა, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მათი მედეგობის გაზრდისა და ამ მიმართულებით მათთვის სწორი მოლოდინების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.