ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 25, 2022

25.11.22 – სოფელი ქვემო ნატანები

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის პედაგოგებისა და უფროსკლასელებისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროკავშირის შექმნის ისტორიის, მისი ფუნქციონირების, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობის, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეგულაციებსა და იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროგრამები მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მნიშვნელობაზე, გაწევრიანების კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე.

გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და მასალები გადაეცათ.