ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

მაისი 4, 2022

04.05.22 – სოფელი ბოხვაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და უფროსკლასელებისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის გაფართოების ეტაპებსა და ევროპულ ღირებულებებს, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებსა და იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებზე.

ამას გარდა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს და ამ კუთხით, საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები.