ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
ივნისი 2, 2022

02.06.22 – სოფელი თხინვალი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და უფროსკლასელებთან ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიასა და ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებზე, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობაზე და იმ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, რომლებიც უნდა გაიაროს ქვეყანამ განაცხადის წარდგენიდან სრულფასოვანი წევრობის მოპოვებამდე. საუბარი, ასევე შეეხო ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს. პარალელურად, თემის აქტუალურობის გათვალისწინებით, დეტალურად იქნა მიმოხილული ნეიტრალიტეტის არსი, ანტიდასავლური პროპაგანდა და მისგან მომდინარე საფრთხეები და გამოწვევები.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები დაურიგდათ.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდისა და ამ მიმართულებით მათთვის სწორი აღქმებისა და მოლოდინების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.