ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 15, 2022
15.04.22 – სოფელი ოზურგეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და უფროსკლასელებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ირაკლი პაპავა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. ხაზი გაესვა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს.
საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადსა და შემდგომ პროცედურულ ნაბიჯებს, თუ რა გზა უნდა გაიაროს განაცხადის წარმდგენმა სახელმწიფომ სრულფასოვან წევრობამდე. ყურადღება გამახვილდა, ასევე, ნეიტრალიტეტის სტატუსის არსზე, კონტექსტსა და მისგან მომდინარე საფრთხეებსა და გამოწვევებზე
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.