ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლის უფროსკლასელებთან შეხვედრა გაიმართა

ივნისი 2, 2022

02.06.22 – სოფელი მაკვანეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებზე, შესაძლებლობებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის მნიშვნელობასა და იმ ეტაპებსა და პროცედურებს, რომლებიც უნდა გაიაროს ქვეყანამ სრულფასოვან წევრობამდე.

გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტებიგააცნო.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები დაურიგდათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.