ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 28, 2023

28.02.23 – სოფელი ცხემლისხიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპულ ფასეულობებს, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებს, იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამები მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და განაცხადის წარდგენიდან სრულყოფილ წევრობამდე გასავლელ გზასა და პროცედურებზე, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები.