ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომრის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 15, 2022

15.11.22 – სოფელი ნაგომარი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომრის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობის, ამ პროცესში არსებული გამოწვევების, ნაკისრი ვალდებულებებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მოსწავლე ახალგაზრდებისთვის გათვალისწინებულ შესაძლებლობებს. საუბარი, ასევე, შეეხო ვიზალიბერალიზაციის საკითხებს, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გაკეთებული განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობას, გაწევრიანების კრიტერიუმებსა და პროცედურებს.

გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა გადაეცათ.