ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 16, 2022

16.11.22 – სოფელი სილაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ევროინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროკავშირის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობის, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო უვიზო მიმოსვლის საკითხებსა და იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამები მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მნიშვნელობასა და საბოლოო წევრობამდე განმცხადებელი ქვეყნის მიერ გასავლელ გზასა და პროცედურულ ეტაპებზე.

გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და მასალები გადაეცათ.