ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 1, 2023

01.02.23 – სოფელი თხინვალი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ისტორიის, ასევე, ნატო – საქართველოს თანამშრომლობისა და ერთობლივი პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო – საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და გამოწვევებზე და მათთან ბრძოლის აუცილებლობაზე.

გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები დაურიგდათ.