ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
მარტი 23, 2023
23.03.23 – ოზურგეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის წარმომადგენლობის დირექტორმა იოსებ ნანობაშვილმა, ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ამოცანებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითად მიმართულებებსა და ევროკავშირის ინსტიტუციური მოწყობის თავისებურებებზე. ყურადღება გამახვილდა გაწევრიანების შესახებ საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადის მნიშვნელობაზე, ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებსა და პროცედურებზე.
შეხვედრას მოდერაცია გაუწია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, რომელმაც ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.