ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
მაისი 1, 2024
01.05.24 – დაბა ნარუჯა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ნატოს შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკაზე, მიღწევებზე, გამოწვევებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია.
მომხსენებელმა აუდიტორიას, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.