ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა
ნოემბერი 7, 2023
07.11.23 – სოფელი კვირიკეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ქვეყნის ევროპული კურსის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიას, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკას, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებს, ასოცირების შეთანხმების მიზნებსა და ვიზალიბერალიზაციის შედეგებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული საინფორმაციო მასალები გადაეცათ.