ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 6, 2023

06.10.23 – სოფელი ზემო ნატანები

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიას, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკას, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებისა და პედაგოგებისთვის არსებულ შესაძლებლობებსა და ასოცირების შეთანხმების მიზნებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობაზე და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.