ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 8, 2023

08.12.23 – სოფელი გაღმა დვაბზუ

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა, მონაწილეებს ევროპული ფასეულობების, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკის, ხელშესახები შედეგებისა და პერსპექტივების საკითხებზე ესაუბრა. ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადის, ასევე, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებს.

საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა გურიის რეგიონში თამარ ბასილაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც ეს პროგრამები მოსწავლე ახალგაზრდებისა და პედაგოგებისთვის ითვალისწინებს.

გარდა ამისა, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.