ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივნისი 2, 2023
02.06.23 – დაბა ურეკი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიას, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკას, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებს, ასოცირების შეთანხმების მიზნებსა და ვიზალიბერალიზაციის შედეგებს.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობაზე და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.