ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 1, 2024

01.02.24 – სოფელი გომი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა მონაწილეებს ევროპული ფასეულობების, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის, ხელშესახები შედეგებისა და პერსპექტივების, აგრეთვე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე ისაუბრა.