ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა

აპრილი 24, 2024

24.04.24 – სოფელი გურიანთა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაზე, მისი შექმნის ისტორიაზე, ალიანსის მიზნებზე, ამოცანებზე, ნატოს როლზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო.