ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აგვისტო 2, 2024

02.08.24 – სოფელი ჯუმათი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და საინიციატივო ჯგუფის „ჯუმა“ ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათის თემში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა, მონაწილეებს ევროპული ფასეულობების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკის, ხელშესახები შედეგებისა და პერსპექტივების, აგრეთვე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების, ასოცირების შეთანხმების მიზნებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობასა და ქვეყნის მიერ გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებსა და პროცედურებზე.