ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 27, 2023
27.09.23 – სოფელი ქვედა ბახვი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, ორგანიზაციის საქმიანობის მიმართულებებზე, მიზნებსა და ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი ახალგაზრდების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ისტორიასა და იმ სარგებელზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე იღებს. მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე.ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადის მნიშვნელობას და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.