ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 8, 2024

08.02.24 – სოფელი მელექედური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, თანამშრომლობის დინამიკის, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობასა და ევროინტეგრაციის გზაზე გასავლელ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

მომხსენებელმა, ასევე, ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.