ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

იანვარი 26, 2024

26.01.24 – სოფელი მშვიდობაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა მონაწილეებს ევროპულ ფასეულობებსა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის წევრობის გზაზე დასაკმაყოფილებელ კრიტერიუმებსა და შემდგომ პროცედურულ ნაბიჯებზე, ამ პროცესში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების ისტორიულ მნიშვნელობაზე.

მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.