ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის სკოლაში შეხვედრა გაიმართა

აპრილი 11, 2023

11.04.23 – სოფელი შემოქმედი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ადამიანის უფლებების, განათლებისა და სხვა მიმართულებების შესახებ, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოიცავს. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპულ ღირებულებებს, ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიის სპეციფიკასა და მრავალფეროვნების, როგორც პრინციპისა და ფასეულობის მნიშვნელობას ევროკავშირის ფუნქციონირებისათვის.

გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო.