ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 16, 2024

16.02.24 – სოფელი შრომა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა, მონაწილეებს ევროკავშირის შექმნის ისტორიის, მისი გაფართოების ეტაპების, ევროპული ფასეულობების, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობისა და ხელშესახები შედეგების, აგრეთვე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხების შესახებ ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებსა და პროცედურებზე.

მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მიზნებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.