ოზურგეთის მუნიციციპალიტეტის სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

აპრილი 5, 2024

05.04.24 – სოფელი ცხემლისხიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაზე, მისი შექმნის ისტორიაზე, ალიანსის მიზნებზე, ამოცანებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ნატოს პოლიტიკაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან მიმართებით, ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიურ ზეგავლენასა და მისგან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლის გზებზე.

გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.