პანკისის რეგიონის ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივლისი 10, 2023
10.07.23 – პანკისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და თელავის ამერიკული კუთხის ორგანიზებით, პანკისის რეგიონის ახალგაზრდებთან, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე, აგრეთვე, ინტეგრაციის პროცესში მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებსა და გაწევრიანების ეტაპებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
შეხვედრის ბოლოს, თელავის ამერიკული კუთხის წარმომადგენლებსა და პანკისის რეგიონის ახალგაზრდებთან ერთობლივი აქტივობების დაგეგმვის შესაძლებლობები განიხილეს, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის საკითხებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.