საინფორმაციო ცენტრი ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაულში ჩაერთო

მარტი 21, 2024

21.03.24 – მარნეული

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ „ნოვრუზ ბაირამის“ სახალხო დღესასწაულში ჩაერთო.

საინფორმაციო ცენტრის კუთხესთან წარმოდგენილი იყო ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნილი საინფორმაციო და საიმიჯო მასალები. საინფორმაციო სივრცეში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ თემატურ ლიტერატურასა და საიმიჯო მასალებს და ჩართულიყვნენ ვიქტორინაში, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად.

ვიქტორინაში გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქარები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ. სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლისგან მოესმინათ ინფორმაცია ცენტრის საქმიანობასა და მიზნებზე.