პროექტის „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში ეროვნული ტურნირი ჩატარდა

დეკემბერი 8, 2023

08.12.23 – აჭარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, პროექტის „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში ორგანიზებული ეროვნული ტურნირის შესარჩევ რაუნდს შეუერთდა და დებატ-კლუბის მუშაობაში ჩაერთო.

ტურნირზე ახალგაზრდებმა იმსჯელეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შემუშავებულ რეზოლუციაზე და დებატების ტექნიკების მეშვეობით გამოსცადეს თავიანთი შესაძლებლობები.
შეხვედრას ესწრებოდა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარის რეგტიონში ირმა გაბინაშვილი, რომელმაც პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ მონაწილე პედაგოგებსა და ახალგაზრდებთან თანამშრომლობის გამოცდილებაზე და სადებატო საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

აღსანიშნავია, რომ „საგანმანათლებლო დებატ-კლუბები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და დებატებისა და განათლების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით იმართება. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 70 საჯარო სკოლაში, კლასგარეშე აქტივობის ფორმატში, დაარსდა დებატ-კლუბები, სადაც 850-მდე მოსწავლეა გაერთიანებული.

პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.