პროექტის „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში, ონის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 22, 2023

22.11.23 – ონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში დებატ-კლუბის მონაწილე მოსწავლეებისთვის სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, თამარ გოგოლაძემ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა. დებატ-კლუბის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირის და ნატოს შექმნის, გაფართოებისა და ინსტიტუციური ფორმირების შესახებ. ყურადღება გამახვილდა დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოებაში გავრცელებული მითების და დაეზინფორმაციის შესახებ. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეთა კითხვებს უპასუხა და დებატ-კლუბების მუშაობის პროცესში სრული მხარდაჭერა გამოხატა.

აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო დებატ-კლუბები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და დებატებისა და განათლების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით იმართება. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 70 საჯარო სკოლაში, კლასგარეშე აქტივობის ფორმატში, დაარსდა დებატ-კლუბები, სადაც 850-მდე მოსწავლეა გაერთიანებული.

პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული მასშტაბური პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.